ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken სამუშაო ადგილებს თითქმის 10%-ით შეამცირებს და 8 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს.
როგორც BBC წერს, კომპანია გადაწყვეტილებას ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მკვეთრად შემცირებული გაყიდვებით ხსნის. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის იქნებიან ამსტერდამში, სათავო ოფისში დასაქმებული ადამიანებიც.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2020 წელი მათთვის არნახულად დამანგრეველი იყო. პანდემიის პირობებში, Heineken-ს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოუწია ბარების დახურვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზარალმა 2020 წელს 109 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.