ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი „დილის შოუში“ იყო მიწვეული, სადაც ჯასტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მან გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ რთულ მომენტშიც კი, მათ მოახერხეს და ყურადღება პოზიტივზე გაამახვილეს.
„მას ყველაფერი კარგად აქვს, ის თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ეს ყველაფერი ძალიან უეცრად მოხდა. მადლიერი ვარ, რომ ჯასტინი ახლა კარგადაა. ჩვენ ერთად ვართ და ერთმანეთს ძალას ვაძლევთ. არის უამრავი რამ, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს“, – აცხადებს ჰეილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ 28 წლის არტისტმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს. მუსიკოსს „რამსეი-ჰანტის“ სინდრომი აქვს, რომელიც სახის ნერვის ანთების გამო, სახის კუნთების ატროფიას იწვევს, ბიბერი უკვე თვალის დახუჭვასა და გაღიმებას ვერ ახერხებს. ჯანმრთელობის პრობლემები ჰეილისაც აქვს, რამდენიმე თვის წინ ის კლინიკაში ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს, შემდეგ კი მას გულის ოპერაცია დასჭირდა.
ვიდეო: „ილოცეთ ჩემთვის“ – ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს
ვიდეო: ჰეილი ბიბერს ინსულტის შემდეგ გულის ოპერაცია ჩაუტარდა – ვარსკვლავი დეტალებს იხსენებს