LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება

76

17 დეკემბერს ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება.

თეთნულდი

თეთნულდი სათხილამურო კურორტია, რომელიც მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთათა სისტემაში.

კურორტი მესტიის აეროპორტიდან 20 კმ-ია

მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 4858 მ

მოქმედებს 5 საბაგირო

თეთნულის სათხილამურო გზა ყველაზე გრძელი და ციცაბოა ამიერკავკასიაში, რომელიც ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვლილი.

სათხილამურო გზების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.

 

ჰაწვალი

მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრში.

სათხილამურო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს.

კურორტზე მოქმედებს ლეიტნერის (Leithner) და დოპელმაიერის (Doppelmayr) მიერ დამონტაჟებული საბაგირო.

სათხილამურო გზები იდეალურია არა მხოლოდ მოყვარული მოსრიალეებისათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისათვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები