ასტრონომები აქვეყნებენ ფოტოს, რომელიც, მათივე თქმით, წარმოადგენს ჩვენი მზის ზედაპირისთვის ამ დრომდე გადაღებულ ყველაზე დეტალურ სურათს.
ფოტოებზე, რომლებიც ასტრონომებმა გამოაქვეყნეს, 30 კილომეტრამდე ზომის ობიექტები ჩანს.
სურათზე გამოსახული მზის ზედაპირი უჯრედის მსგავსი სტრუქტურისგან შედგება. ტელესკოპი, რომელმაც ფოტოები გადაიღო, ჰავაის კუნძულზე ობსერვატორიაში დგას და ყველაზე დიდი სარკით გამოირჩევა. ტელესკოპი მზის ზედაპირის ახლო მანძილიდან დაკვირვების საშუალებას იძლევა.