Harley – Davidson ველოსიპედების წარმოებას იწყებს. სიახლე ბრენდის ისტორიული მოდელის გამეორება იქნება და მისი გაცოცხლების მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის მიზიდვაა.
საინტერესო პროექტი Harley-Davidson-ის მუზეუმისა და კომპანია Heritage Bicysles თანამშრომლობის შედეგია. სპეციალისტებმა ბევრი იმუშავეს და 1917 წელს შექმნილი მოდელის 7-17-ის ზუტი ასლი შექმნეს. ერთადერთი ცვლილება რაც ახალ ველოსიპედს ორიგინალისგან გამოარჩევს არის მისი სიმაღლე, რაც მაღალი ადამიანებისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გაკეთდა. მთლიანობაში ბრენდი 10 ველოსიპედის აწყობას გეგმავს და თითოეული მათგანის ღირებულება 4200 დოლარი იქნება. შედარებისთვის Harley – Davidson-ის ყველაზე იაფფასიანი პროდუქციის ფასი 7 ათასი დოლარიდან იწყება, ამიტომ ლეგენდარული ველოსიპედის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომადაც კი ითვლება.