LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Harley – Davidson პირველი ელექტრონული მოტოს წარსადგენად ემზადება

70

Harley – Davidson ელექტრო მოტოციკლეტების სერიულ წარმოებას 2019 წლიდან დაიწყებს. ლეგენდარული ამერიკული კომპანია თავისი პირველი ელექტრონული მოტოს წარმოსადგენად ემზადება. LiveWire-ის პრემიერა 18 თვის შემდეგ უნდა შედგეს.

გამოცემა „AutoBlog“-ის ინფორმაციით, Harley – Davidson-ის ტექნიკოსები ძალიან აქტიურად მუშაობენ და სიახლის პროტოტიპი 2014 წელს წარმოდგენილი LiveWire გახდება. საინტერესოა, რომ ახალი მოტო 3 ფაზიანი ელექტრონული ძრავით იქნება აღჭურვილი და 75 ცხენის ძალას განავითარებს. მოტოციკლეტის მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 160 კმ/სთ იქნება. ბრენდის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პროტოტიპს ერთი დამუხტვით 200 კმ-ს გავლა მაინც შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები