LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Harley – Davidson-მა ყველაზე პატარა ბაიკერებისთვის ელექტრო ველოსიპედი შექმნა

926
elektrobajk

მომავალი ბავშვებს ეკუთვნით, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება კი მათ ყველაზე პატარა ასაკიდან უნდა დაიწყონ. როგორც ჩანს, Harley – Davidson-ის წარმომადგენლობამ ამ ლოგიკით იხელმძღვანელა და ყველაზე მცირეწლოვანი მომხმარებლებისთვის ელექტროველოსიპედების ხაზი შექმნა.

სერიას სახელად IronE ეწოდა და ის 3-დან 7 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ეს კი ველოსიპედისტთა ყველაზე პატარა თაობაა, ამიტომ ტრანსპორტს სიჩქარის შეზღუდვა ექნება და მაქსიმუმ 17 კმ/სთ-ის განვითარებას შეძლებს.

ტრადიციის მიხედვით, მწარმოებელმა ტექნიკური დეტალები საიდუმლოდ დატოვა და მხოლოდ ის გაამხილა რომ სიძლიერის მიხედვით ველოსიპედებს სამი ფერი – მწვანე, ყვითელი და წითელი ექნებათ.

და ბოლოს, სიახლის ფასი 699 დოლარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები