LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Harley Davidson–მა პირველი ელექტრო მოტოციკლი წარმოადგინა

mot1

მოტოციკლეტების ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა დიდი ხნის წინ დაანონსებული სიახლე მილანის  შოუზე გამოიყვანა. დამთვალიერებელს მოტოციკლის ვიზუალური მხარის ნახვის საშუალება ქონდა, ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ამერიკული კომპანია სიჩქარისა თუ დასამუხტი მოწყობილობის ტიპის შესახებ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით საიდუმლოდ ინახავს. პირველი ელექტრო მოტო ბაზარზე 2019 წლიდან უნდა გამოჩნდეს და მისი ღირებულება სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი იქნება. Harley Davidson–ში სიახლეზე დიდ იმედებს ამყარებენ და ისედაც, მწარმოებელი ცოტა ხნით ელექტრო ტრანსპორტის გამოშვებაზე გადასვლას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები