პრინცმა ჰარიმ მისი მეგობარი გოგონას, 35 წლის მსახიობის მეგან მარკლის მამა გაიცნო, ამის შესახებ „დეილი მეილს“ თავად მეგანის მამამ განუცხადა. შეხვედრა ტორონტოში პრინცის ერთ-ერთი ვიზიტისას შედგა.
ტომას მარკლის თქმით, ძალიან ამაყია მისი შვილისა და ჰარის ურთიერთობით, „ახალგაზრდებს კი ერთმანეთი ძალიან უყვართ“.
პრინცისა და მსახიობის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.