“ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი უშიშრად აჭმევს ლომს ხორცს – ბუნებრივია გალიის მეორე მხრიდან.
25 წლის ფორვარდი ჰარტფორდშირში მდებარე ველური ბუნების პარკს ესტუმრა მეუღლესთან და გოგონასთან ერთად.
“სამი ლომის” ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინსტრუქტორის დახმარებით ლომი დააპურა – ოღონდ მტაცებელი გისოსების მეორე მხარეს იყო.
მიმდინარე პრემიერლიგის 21 მატჩში ჰარის 14+4 მონაგარი აქვს.
Great day out with @KateGoodlandx and Ivy. ? #Family @ParadiseWLPark pic.twitter.com/yRZ2iFvzBB
— Harry Kane (@HKane) January 9, 2019