გამოცემა „დეილი მეილი“ ინგლისელი ფეხბურთელის, „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის ლონდონში მდებარე სახლის ფოტოებს ავრცელებს. 17 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული სახლი კეინმა გასულ წელს საცოლესთან, კეიტი გუდლენთან ერთად შეიძინა და წყვილი აქ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
სახლის ყველაზე დიდი ნაწილი სპორტდარბაზს უკავია, სადაც ჰარი და კეიტი ყველაზე დიდი დროს ატარებენ. ცალკეა გამოყოფილი ოთახი ბავშვებისთვისაც. ცოტა ხნის წინ ჰარი კეინმა სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო, როგორ უყურებს ქალიშვილთან ერთად „გოჭი პეპას“ მულტფილმს.