“ჰანიველ პარტნერსი” “ლიბერთი ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
“ჩვენ ახლა ვუყურებთ “ლიბერთი ბანკს”. იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ამ ბანკში საკონტროლო პაკეტი ვიყიდეთ”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე განმარტებით, ეს არის “ჰანიველ პარტნერსის” პროექტი და არ უკავშირდება პატარკაციშვილების ოჯახს, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახი კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია და მის აქტივებს სწორედ “ჰანიველ პარტნერესი” მართავს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია პატარკაციშვილების მიერ ”ლიბერთი ბანკის” ყიდვის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა. იმ დროისთვის, პატარკაციშვილების ოჯახის მხრიდან, ბანკის აქტივების შესწავლის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა გარიგება, დღემდე არ შემდგარა.