ნახეთ, როგორ გამოიყურება სარბოლო ძრავის მქონე BMW i8. ბელგიურმა კომპანია Hamofa Motor Sport-მა ყველაზე „მწვანე“ სპორტქარის სარბოლო ვერსია შექმნა. ავტომობილმა 2 ძრავიანი ჰიბრიდის ნაცვლად BMW Z4-ის V8 აგრეგატი მიიღო. სიახლეს BMW i8 GTR ეწოდა და მას 547 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება მოდელის მასას – 1100 კგ-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივი BMW i8 ჰიბრიდული აგრეგატითაა უზრუნველყოფილი და 3 ცილინდრიან ბენზინის ძრავს, რომლის მოცულობაც 1,5 ლიტრს წარმოადგენს – 374 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. I8-ს 0-დან 100 კმ-ს ასაკრეფად 4,4 წამი სჭირდება და ბოლოს რაც ყველაზე საინტერესოა, სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.