LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგის სასამართლომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთის დისკრიმინაციის შეწყვეტა მოსთხოვა

95
ომი
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საქმეებზე ორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, შეწყვიტოს სომხების დისკრიმინაცია საკუთარ ტერიტორიაზე, სომხეთის ხელისუფლება კი  – შეწყვიტოს აზერბაიჯანელების დისკრიმინაცია.

ამასთან, გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები სასამართლოს არ აქვს.

ჰააგის სასამართლოს განცხადებით, იგეგმება კონფლიქტის სრულად განხილვა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი წლები დასჭირდება.

“შუღლის გაღვივებისა და აზერბაიჯანელთა მიმართ სიძულვილის წახალისების შესაჩერებლად, მათ შორის ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ, სომხეთმა ყველა ზომა უნდა მიიღოს”, – ავრცელებს სასამართლოს თავმჯდომარის ჯოან დონაჰიუს სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვებს საერთაშორისო მედია.

ასეთივე გადაწყვეტილებაა გამოცხადებული აზერბაიჯანის მიმართაც.

“ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს კონფლიქტის გაღრმავებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯისგან”.

გარდა ამისა, სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა უზრუნველყოს ყარაბაღის მეორე ომის დროს დატყვებული სომეხი სამხედროების უსაფრთხოება.

სასამართლოს 2021 წლის სექტემბერში სომხეთმა მიმართა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღის ომის დროს და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის ნაწილში საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

სომხეთი სამართალს ევროპულ სასამართლოში ეძებს: აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეტანილია

მალევე სასამართლოს აზერბაიჯანულმა მხარემაც მიმართა. ბაქომ სომხეთის ხელისუფლება 2020 წლის ომის მსვლელობისას ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებაში, აზერბაიჯანული კულტურის გადანდგურებაში და სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.

როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეები გამოეხმაურნენ და მიესალმნენ სასამართლო გადაწყვეტილებას, ამასთან, ერევანმაც და ბაქომაც იმედი გამოთქვეს, რომ “მეორე მხარის მიერ გადაწვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსრულებული”.

პუტინმა ფაშინიანსა და ალიევს ზეთისხილის ტოტები აჩუქა

სომხეთის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ყარაბაღის ომის შემდეგ ბაქოში ხელისუფლების მიერ გახსნილი “ომის პარკი”, რომელშიც ომში ნადავლის სახით მოპოვებულ სომხეთის სამხედრო რეკიზიტებთან ერთად, სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები იყოს წარმოდგენილი.

სომხური მხარისა და საერთაშორისო ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, პარკიდან ჯარისკაცების ფიგურები გაიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები