LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰა ბურთი და ჰა მოედანი: როგორი ბურთით ითამაშებს საქართველო

574
2596517_w1

ცოტაც და საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევს დაიწყებს. ბუნებრივია ითამაშებენ სხვა გუნდებიც. მოკლედ, ბურთი მთელ ევროპაში გაგორდება, აი როგორი ბურთი კი ეს უეფამ საქვეყნოდ აჩვენა.

ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ბურთის ფოტო, რომლითაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ითამაშებენ.

ევრო 2020-ის შესარჩევი გათამაშება ხვალიდან, 21 მარტიდან აიღებს სტარტს და საკმაოდ მალე ნოემბერში დასრულდება.

უშუალოდ საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი (60 წელი დაარსებიდან) კი განსხვავებულია და ის 12 ქვეყანაში ჩატარდება – 12 ივნისი-12 ივლისი. დასკვნით ეტაპზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები