LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H1N1 ვირუსის გავრცელება შემცირდება, თებერვლის ბოლოდან ისევ გაიზრდება – პაატა იმნაძე

იმნაძე პაატ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გრიპის, კერძოდ, H1N1 ვირუსის გავრცელება უნდა შემცირდეს, ხოლო თებერვლის ბოლოდან ისევ გაიზარდოს. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობა 277-ს შეადგენს, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს.

“თუმცა, გვქონია 900-ზე მეტი შემთხვევაც 2009-2010-2011 წლის სეზონებზე. ავადობის მაჩვენებელი ახლა უნდა შემცირდეს და მეორე მატება ალბათ იქნება თებერვლის თვეში, ოღონდ არ მგონია, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ახლაა. ბოლო წლებისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 500, რასთანაც მიახლოებულები ნამდვილად არ ვართ. მთავარია, ვინც ავად გახდება და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს, მან დროულად მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას, დროულად დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა,” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, გარდა გრიპის ვირუსისა, მიმდინარე სეზონზე გავრცელებულია წითელაც.

„ძირითადი და წამყვანი მაინც არის გრიპი და აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1 ვირუსი, ძალიან ცოტაა H3 და უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი. რომელი ვირუსითაც არ უნდა გახდეს ადამიანი ავად, მთავარი ის არის, რომ ძირითადი დაავადება არ გართულდეს და დროულად მიმართოს სამედიცინო დახმარებას,” – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები