LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება – ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

gamyrelize

H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

“ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, “ღორის გრიპის” ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 22 წლის გოგო ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები