Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გზებზე დაღუპულთა შესახებ შეხსენება ავარიების რაოდენობას ზრდის და აი რატომ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზებზე დაღუპულთა შესახებ შეხსენება ავარიების რაოდენობას ზრდის და აი რატომ

50
carcrash

ტორონტოსა და მინესოტას უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც საგზაო ნიშნების ავარიებზე გავლენა შეისწავლეს. როგორც წესი, გამაფრთხილებელი ნიშანი მძღოლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თუმცა, როცა ნიშანი ავარიებში დაღუპულებს ეძღვნება, საქმე სხვაგვარადაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავს მესიჯებს ავტო საგზაო შემთხვევების გაზრდა შეუძლიათ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ტეხასის ტერიტორიაზე მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევები შეისწავლეს. შტატის ტერიტორიაზე 800 საგზაო ნიშანია, რომელიც მძღოლებს სასიკვდილო ავარიების შესახებ აფრთხილებს. ექსპერტებმა ბოლო წლებში მომხდარი 845 000 ავარია გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ასეთ ნიშნებს ავტო საგზაო შემთხვევების 1,35%-ით გაზრდა შეუძლიათ.

სპეციალისტთა შეფასებით, ასეთი სტატისტიკა გამოწვეულია იმ შოკით, რომელსაც მძღოლი ამ ციფრების ნახვის დროს იღებს. მძღოლი წამიერად კონტროლს კარგავს და ლეტალური შედეგის ალბათობაც ძალიან მაღალია. რაც უფრო მძიმეა სტატისტიკური ინფორმაცია, იმ ტერიტორიაზე უფრო მეტი ავარია ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი მსგავს სტატისტიკას სკეპტიკურად უყურებს, ასეთი საგზაო ნიშნები სასიკვდილო ავარიების რიცხვს რომ არ ამცირებენ ფაქტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები