მეორე დღეა ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაკეტილია. მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანებულია გზები და საცხოვრებელი სახლები. ზემო რაჭისკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილია დაზიანებულია. ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაიძის თქმით, ზარალი დიდია. მისი განმარტებით, ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა, სტიქიამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა.
„დაზიანება უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე გუშინ. ზემო რაჭისკენ გზა არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, მათ შორის, რესთანაც, კიდევ სხვა სოფლებთან, როგორიც არის უწერა და ა.შ. ზარალი საკმაოდ დიდია, რომელიც უმთავრესად მოიცავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ნაწილი არის სახლებისაც, ოღონდ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. რამდენიმე მოსახლისგან ვიცით, რომ ადიდებული მდინარე შევიდა პირველ სართულზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ იქ მისვლას, ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რაზე არის საუბარი და დაახლოებით აი ეს ვითარებაა ამ წუთისთვის, საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება მოსახლეობას“, – აცხადებს ჩიკვაიძე.
ლენტეხში სტიქიას ებრძვიან: ჩახერგილია გზები, გათიშულია ელექტროენერგია
ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ჩახერგილი გზების გამო ამ დრომდე მოსახლეობასთან დაკავშირება რთულია. ჩიკვილაძის განმარტებით, სტიქიის გამო ადგილობრივი ხელმძღვანელობა აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან გასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
„გზების ჩამონგრევა კვლავ გრძელდება. ჩვენ თვითონაც მეწყერსა და ამ ჩამონგრეულ გზას შორის ვართ ხელმძღვანელობა და ჩვენც ველოდებით აქედან გასვლას“, – განაცხადა დავით ჩიკვაიხემ.