LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზაზე დაყრილმა დოლარებმა ნამდვილი არეულობა გამოიწვია

usa

გზაზე დაყრილმა დოლარებმა ნამდვილი არეულობა გამოიწვია. შემთხვევა ნიუ ჯერსის შტატში, მთავარ მაგისტრალზე მოხდა. ინკასატორის მანქანას საკეტი დაუზიანდა და გზაზე ათასობით დოლარი გადმოიყარა, რასაც სრული კოლაფსი მოყვა. მძღოლები ავტომობილებს აჩერებდნენ და ფულის დაჭერას ცდილობდნენ.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, თითქოს ყველა ადამიანი ერთად გაგიჟდა, მანქანები შუა გზაზე მიატოვეს და ფულს გაეკიდნენ. პოლიციის ინსპექტორის ინფორმაციით, ფულის გამო მაგისტრალზე ორი ავარია მოხდა და რამდენიმე ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო.

ხოლო, თუ რა რაოდენობის ფული დაიყარა გზაზე ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ და მძღოლებს გზაზე დაჭერილი დოლარების დაბრუნებას სთხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები