LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გზას არ უთმობენ – არ იყენებენ სარკეებს“ – 6 შეცდომა, რომელსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური მოძრაობის პირობებში უშვებენ

143
Untitled design (9)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იმ შეცდომების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ.

  1. არასათანადოდ იყენებენ მოხვევის შუქ-მაჩვენებელს.
  2. არ ასრულებენ ან არასათანადოდ ასრულებენ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.
  3. არასათანადოდ აკვირდებიან არსებულ საგზაო ვითარებას, არ ახორციელებენ მასზე მეთვალყურეობასა და კონტროლს.
  4. არ ასრულებენ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს.
  5. გზას არ უთმობენ უპირატესობის მქონე საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
  6. გზის მონაკვეთის შესამოწმებლად არ იყენებენ ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებს.

ცნობისათვის, 2023 წლის 25 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიების ტრანსპორტის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

2023 წლის 1 სექტემბრიდან, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, მძღოლობის კანდიდატებს მანქანის ტექნიკური გამართულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

მძღოლობის კანდიდატმა უნდა იცოდეს მაგ.ზეთის გასინჯვა, მოხვევის მაჩვენებელი მუშაობს თუ არა გამართულად, საბურავი როგორი უნდა იყოს… ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე მძღოლია პასუხისმგებელი – ევროკავშირის ქვეყნებში მძღოლებმა ეს ყველაფერი იციან: დავით მესხიშვილი