LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვრიტიშვილი: მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, მცდელობა, მოახდინონ გავლენა სასამართლოზე და დაიმორჩილონ, რასაც არ დავუშვებთ

119
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

მოსამართლეების პოზიცია მარტივია. მივიჩნევთ, რომ ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, მცდელობა, რომ სასამართლოზე მოახდინონ გავლენა და დაიმორჩილონ, რასაც არ დავუშვებთ, ვიდრე მონიჭებული გვაქვს ეს მანდატი კოლეგებისგან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლებაზე ასეთი უპრეცედენტო შტურმი ჯერ არ ყოფილა.

„ვინმეს შეიძლება, ამაზე ჰქონდა გათვლა, რომ ვიღაცას შეიძლება, შეშინდებოდა, ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში. ეს დაყოფა უკვე არახალია, იგივე ელჩისგან, თურმე სასამართლო სისტემაში არსებობენ „ცუდი“ და „კარგი მოსამართლეები“. ალბათ იყო გათვლა იმაზე, რომ კარგი მოსამართლეები გამოვიდოდნენ და ჩაგვქოლავდნენ ცუდ მოსამართლეებს. ეს არ მოხდა და არც მოხდება.

რაც შეეხება მომავალში რა კონკრეტულ აქტივობებს განვახორციელებთ, ეს გაირკვევა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ჩემი ინიციატივაა, მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ასეთი უპრეცედენტო შტურმი ჯერ არ ყოფილა, წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობით მიმდინარე ორკესტრირებულ კამპანიას. თუმცა ის, რომ საელჩო გამოსულიყო კულისებიდან და უშუალოდ თვითონ ჩადგომოდა შეტევას სათავეში, მოსამართლეები კორუმპირებულად გამოეცხადებინა და დაესანქცირებინა, ასეთი არ ყოფილა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მარტო შეიძლება, გავიჭირდეს ამ შემოტევის გაკლავება და ვითხოვთ დახმარებას პრემიერისგან, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და უპირველესი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე.

პრემიერისგან დაველოდებით რეაგირებას. პირველი ნაბიჯი უკვე ვიხილეთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც წერილში მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა. როგორც ვიცი, ამ წერილზე ჯერ პასუხი არ არის, თუმცა ვნახე ელჩისგან მცდელობა, დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა. ვგულიხმობ „იმედის ეთერში“ მის ინტერვიუს. თუმცა ვერც მე და ჩემმა კოლეგებმა, დარწმუნებული ვარ, ვერც საზოგადოებამ ახალი ვერაფერი მოისმინა. ეს იყო მიღებული გადაწყვეტილების გამართლების უსუსური მცდელობა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა „პირველ არხთან.“

მურუსიძე: აშშ-ის საელჩოს გზავნილი მოსამართლეების მიმართ, თუ იმას არ გააკეთებთ, რაც ჩვენთვის მისაღებია, დაგემართებათ ის, რაც დაემართა მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები