LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჯერა თქვენი არწივებო: სერბეთი ოცნების ასრულებას საქართველოსთან გეგმავს

9

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში დღეს საღამოს სერბეთს შეხვდება. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის მუნდიალზე პლეი ოფის გარეშე ითამაშებენ. ადგილობრივ მედიაში, სპორტული თუ არასპორტული თემატიკის გაზეთებში აქტიურად წერენ დღევანდელი მატჩის შესახებ.

გაზეთი Blic შემდეგი სათაურს აქვეყნებს: “გვჯერა თქვენი სერბო არწივებო.” ამავე გაზეთში ვკითხულობთ, რომ სერბეთის ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემტევი ფეხბურთი, რაც არ გამოუვიდა თბილისური შეხვედრის პირველ ტაიმში.

Sportski žurnal-ის მთავარ გვერდზე შემდეგ სათაურს ვხვდებით: ”მოდით მარაკანაზე“. მეორე გვერდზე კი ვკითხულობთ მატჩის მნიშვნელობის შესახებ: ‘‘სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი.”

“სპორტსკი ჟურნალში” ქართველებთან მატჩს შემდეგნაირად მოიხსენიებენ: “ჩვენი ფეხბურთის ოცნების ასრულება.”
ამავე გამოცემაში ნემანია მატჩის ინტერვიუა, სადაც სერბთა ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ გულშემატკივართა როლი უდიდესია და შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამიტომ მატიჩი ქომაგებს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.
”მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ფიქრობს, რომ ფეხბურთელები განსაკუთრებული მუხტით ითამაშებენ საქართველოს წინააღმდეგ, რადგან მუნდიალზე მოხვედრა საშინაო მატჩზე გამარჯვებით განსაკუთრებულ, შთამბეჭდავ ემოციებს მოიტანს.

 

მატჩი ”რაიო მიტიჩზე” თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები