რადიო „არ დაიდარდოს” დილის ეთერის სტუმარი მომღერალი ოთო ნემსაძე გახლდათ, რომელმაც რადიოს მსმენელს ახალი უკრაინული სიმღერა დაუანონსა.
-ოთო, როგორ გრძნობ თავს?
-ძალიან რთული დრო დადგა მთელს მსოფლიოში. საქართველოც, როგორც ყოველთვის მოყოლილია ამ პროცესებში. პირველ რიგში, მშვიდობას ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ახლობელ, მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. ბევრი წელი ვიცხოვრე უკრაინაში, ჩემთვის მეორე ქვეყანაა, სიგიჟემდე მიყვარს. ახლა, ძალიან უჭირთ ჩვენს დებს და ძმებს, ძალიან ცუდი ადამიანი, ძალიან ცუდი ზრახვებით უყურებს, მაგრამ ვთვლი, რომ მიუხედავად ამ საშინელი სიტუაციისა მაინც უნდა შევინარჩუნოთ პოზიტივი. ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ იზეიმებს სიკეთე ბოროტებაზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ სრული სიგიჟეა, ყველა დაძაბულები ვართ, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ერთმანეთი.
-რა იქნება შენი გზავნილი ქართველი ერისთვის?
-ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ცუდი ხალხო ვართ, ერთმანეთი არ გვიყვარს, საერთოდ არ არის ასე. ჩვენ გვახსოვს 13 ივნისი, 2008 წლის აგვისტო, 9 აპრილი, გვახსოვს ძალიან ბევრი უბედურება, რომელიც ამ ქვეყანამ გადაიტანა. მე მახსოვს ერთ „კერასინკაზე” გამთბარი მთელი კორპუსი, ერთ ტელევიზორთან დამსხდარი სამეზობლო. როცა გვიჭირს ძალიან ვერთიანდებით. აბა ჩვენ ფეხბურთში ძალიან დიდი წარმატება არ გვინახავს და ომი ჩვენ არ მოგვიგია, რომ ბედნიერებაშიც შევიყვაროთ ერთმანეთი, მაგრამ ეს ბედნიერებაც აუცილებლად მოვა. არ ინერვიულოთ, ნუ ხართ დაძაბულები, ძალიან გვიყვარდეს ერთმანეთი, მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს.
-ოთო, შემოქმედებითი სიახლეები თუ გაქვს?
-ვმუშაობ ახალ უკრაინულ სიმღერაზე, რომელიც ჩემს მეორე ალბომს გარეთ იქნება. ძალიან არ მემღერება ახლა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ვფიქრობ, ყველაზე მეტი პროტესტი და სინამდვილე სიმღერაშია, შესაბამისად ვაგრძელებ მუსიკის კეთებას.