LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ – ეკონომიკის მინისტრი უკრაინელების დახმარებაზე

76
ipiccy_image

ეკონომიკის მინისტრმა დღეს განმარტა, რა ტიპის დახმარებას იღებენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ რამდენი უკრაინელი იმყოფება ქვეყანაში, თუმცა, დაახლოებით, საუბარი 20 ათას ადამიანზეა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელები დახმარებას სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტიდან და ასევე კერძო დონაციების მეშვეობით იღებენ.

„ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და არა მხოლოდ თავშესაფარი მივცეთ ამ ადამიანებს, არამედ ნორმალური, ღირსეული პირობები შევქმნათ, იმგვარი მაინც, რაც ჩვენს ქვეყანას სოციალური დაცვის კუთხით შეუძლია. იცით, რომ საქართველო არ არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ბევრი ადგილობრივი გამოწვევაც გვაქვს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ამას ნამდვილად გავაკეთებთ უშუალოდ დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში. ასევე ძალიან ბერი მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომელსაც ქვეყანა აკეთებს სხვადასხვა უწყების მეშვეობით. ჩვენ გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ, ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები