ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობის დროს დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკა ”ლანცეტის” მიმღებ გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა რეანიმატოლოგმა ნიკა დემეტრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
” დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათისთვის პაციენტი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს, გაუკეთდა კომპიუტერული კვლევები. აღმოჩნდა ქალა-ძვლების, ფუძის მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. სხვა დაზიანები არ გამოვლინდა. პაციენტი ამჟამად იმყოფება ნეიროქირურგიის ინტენსიური თერაპიის პალატაში”, -განაცხადა ნიკა დემეტრაძემ.