გვინეთ პელტროუმ Instagram-ზე 11 წლის ქალიშვილის, ეფლის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოზე გოგონა სკოლის კონცერტზე გიტარაზე უკრავს და მღერის: „ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და ბედნიერი დღესასწაული ყველას“ – დაწერა ოსკაროსანმა მსახიობმა სოციალურ ქსელში.
ეფლი ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, რა სურს სამომავლოდ. თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მან მხოლოდ საუკეთესო აიღო მშობლებისგან. ის გარეგნულად ძალინ გავს დედას, ხოლო გიტარაზე ისევე კარგად უკრავს, როგორც მისი მამა, „ქოლდფლეის“ ვოკალისტი კრის მარტინი.
Best wishes and love to all for a happy holiday 🌲
A video posted by Gwyneth Paltrow (@gwynethpaltrow) on