LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეთ პელთროუმ ყოფილი და მომავალი მეუღლეები ერთმანეთს გააცნო (ფოტო)

33

მიუხედავად იმისა, რომ გვინეთ პელთროუ და კრის მარტინი ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდნენ, წყვილი ფანტასტიკურ ურთიერთობას ინარჩუნებს. ყოფილი მეუღლეები ყოველთვის ერთად, შვილების გარემოცვაში აღნიშნავენ დღესასწაულებს  და აღდგომაც არაა იშვიათი გამონაკლისი. ცოტა ხნის წინ 45 წლის გვინეთ პელთროუმ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის კრის მარტინთან და შვილებთან, 13 წლის ეპლთან და 11 წლის მოზესთან ერთად არის გადაღებული. ამჯერად კი პაპარაცებმა ერთ დროს პოპულარული წყვილი პარიზში დააფიქსირეს.

გვინეთ პელთროუ შესანიშნავად გამოიყურებოდა ყავისფერ პალტოსა და ბოტასებში, ასევე სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი Coldplay-ის ვოკალისტი. მედიაში წერენ, რომ მეუღლეების გამოჩენა სიყვარულის ქალაქში სიმბოლურია, თუმცა ფაქტია, რომ ეს მხოლოდ მეგობრული შეხვედრაა.

ცნობილია, რომ კრის მარტინი ამჯერად დაკოტა ჯონსონს ხვდება. გვინეთ პელთროუ კი ბრედ ფაელჩაკზე აპირებს დაქორწინებას. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ოსკაროსანმა მსახიობმა ყოფილი მეუღლე და საქმრო ერთმანეთს გააცნო და ფოტო სოციალურ ქსელში თავად გააზიარა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები