რამდენიმე დღის წინ გვინეტ პელტროუმ 43-ე დაბადების დღე ნიუ-იორკის ერთ-ერთ მოდურ რესტორანში ახლო მეგობრების და ნათესავების წრეში აღნიშნა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა წვეულებაზე ყოფილი მეუღლე კრის მარტინიც დაპატიჟა. პაპარაცების გადაღებული ფოტოების შემდეგ, რომლებმაც პელტროუ და მარტინი რომანტიკული ვასხშმის შემდეგაც ერთად დააფიქსირეს, პრესაში სწრაფად გავრცელდა ხმები მათი შერიგების შესახებ.
გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი ერთმანეთს 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ, თუმცა ერთად ზრდიან შვილებს – 11 წლის ეპლის და 9 წლის მოზესს.