LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინდა ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

95
kapak-140339

ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ რ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ. გვინდა, დავინახოთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.

რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ,” – განაცხადა ნედ პრაისმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 5-6 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი სანქციების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები