LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდა მსოფლიოში ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს“ – მექსიკა რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს

111
მექსიკის პრეზიდენტი

Reuters–ის ინფორმაციით, მექსიკა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ეკონომიკურ რეპრესიას, რადგან გვინდა, რომ მსოფლიოში ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა მან და ამასთანავე რუსულ სახელმწიფო მედიებზე დაწესებული შეზღუდვებიც გააკრიტიკა.

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, იგი არ ეთანხმება, რომ მედია რუსეთიდან ან ნებისმიერი ქვეყნიდან ცენზურის ქვეშაა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.