LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდა მარიამის უამრავ გულშემატკივარს სიხარულით ვაცნობოთ, რომ პაციენტი უკვე სახლში გაეწერა” – ღუდუშაურის კლინიკა

293
BeFunky-collage - 2023-08-02T224645.490

18 წლის ორსული გოგონა, რომლის მშობიარობასაც გართულებები მოჰყვა და კომაში იმყოფებოდა თავს კარგად გრძნობს და სახლში გაწერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღუდუშაურის კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა მარიამის უამრავ გულშემატკივარს სიხარულით ვაცნობოთ, რომ მორიგი რთული სამედიცინო შემთხვევა, ღუდუშაურის კლინიკის ყველა რგოლის ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებით დასრულდა.

ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილი პაციენტი უკვე გაეწერა და მალე თავის პატარასთან ერთად ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.

დღემდე არ წყდება ზარები და შეტყობინებები, სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან, რომლებიც დახმარების სურვილს გამოთქვამენ, გვინდა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს. მარიამს და მის პატარას კი, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვოთ”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები