LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიან ღამით თბილისში 700-მდე ქუჩის დეზინფექცია განხორციელდა [ვიდეო]

430
Untitled

გვიან ღამით თბილისის ქუჩების დეზინფექცია განხორციელდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ავტობუსის გაჩერებები, ღია სივრცეები, ასევე მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიც.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ხსნარი, რომლითაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

პრეპარატები რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ და მოსახლეობისთვის სრულად უვნებელია.

"როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ" - კახა კალაძე იტალიელ ხალხს

"ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით მიმიღო და მაჩუქა ცხოვრების განსაკუთრებული წლები".

“მოხდება უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები. რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი. ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშოებს. საზოგადეობრივი ტრანსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშვდება სპეციალური ხსნარებით”, – ამბობს კალაძე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისში სადეზინფექციო სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაატარებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები