გორში, კომბინატის დასახლებაში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მეზობლების ამბობენ, რომ ჩხუბში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 – დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, წერია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.