LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვეუბნებიან, თუ ხმაურს არ შევწყვეტთ და ეს ხმაური შეაწუხებს სხდომაზე მყოფ პრემიერს, დაგვაკავებენ: გიორგი მჟავანაძე

168
ing

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებაა

როგორც ადგილზე შეკრებილი აქტივისტები ამბობენ, მათ სამართალდამცველები მოუწოდებენ, ხმაური შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დააკავებენ:

“მოქალაქეებს მოუწოდებენ დატოვონ ტერიტორია და კიბეები, ეს არ არის სავალი ნაწილი, ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებთ, ამ დროს მოდის პოლიცია და გვეუბნება: თუ ჩვენ არ შევწყვეტთ ხმაურს ქუჩაში და ეს ხმაური შეაწუხებს სხდომაზე მყოფ პრემიერს და მინისტრებს, მაშინ ისინი დაგვაკავებენ.

ეს არის ნონსენსი და ეს არასდროს გაგვიგია პოლიციისგან. ეს ადამიანები არიან ამ სისტემის მსხვერპლი და ტყვეები, რომლებიც ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დგანან. აქ ჩვენ ვდგავართ 200 ადამიანი და რასაც ჩვენ ვუყურებთ, მობილიზებულია 600 პოლიციელი”, – განაცხადა “სირცხვილიას” დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ.

„ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა“ – აქციის მონაწილეები დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით გამოხატავენ პროტესტს

„ჯიუტი მოქალაქეები თანამოაზრეებს გელით კანცელარიასთან ერთად დავხვდეთ ღარიბაშვილს!” – რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები