LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ: ვლადიმერ ზელენსკი

159
ვლადიმერ-ზელენსკი

„გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე“, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. მისი განმარტებით, 16 თებერვალს უკრაინელები ერთობის დღედ აქცევენ.

„ჩვენ გვემუქრებიან დიდი ომით და კიდევ ერთხელ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე… გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები