Reuters-ის ინფორმაციით, იაპონია ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ საქონლის რუსეთში ექსპორტს კრძალავს. მედიის ინფორმაციით, ტოკიო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციის დაწესებას, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით ხსნის.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აღნიშნავს, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო.
„იაპონიას ღრმად აშფოთებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება”, – ჰიროკაზუ მაცუნომ და დასძინა, რომ იაპონია გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.