„სევილიის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი: „გვარდიოლამ სიტიში შუაღამის შემდეგ სექსით დაკავება აკრძალა.“
პეპმა იცის ხარისხიანი გამოძინების ფასი.
„სიტის“ კუთვნილმა და ესპანეთში მოთამაშე ფრაგმა ფეხბურთელმა გვარდიოლას წესების შესახებ გაიხსენა. აქ არ ითვლება დიეტები, გუნდური ვახშმები და შეკრებაზე ინტერნეტის აკრძალვა.
„ყველა ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო შუაღამემდე. თუნდაც მეორე დღეს თავისუფალი ყოფილიყავი. ყველაფერი ძილის გამო. როგორც ამბობდა, ის სწორედ ასე იღებდა მაქსიმუმს მესისა და ლევანდოვსკისგან და იცილებდა ხშირ ტრავმებს.
მან ასევე აკრძლა უამრავი პროდუქტი.
პეპი არ შეგაშინებს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ პროგრესი განიცადო, რომ იცოდე როგორ ითამაშო“, – დაწერა ნასრის ნათქვამი Goal.com-მა.
ნასრი „სევილიაში“ სეზონის ბოლომდე იჯარითაა. „სიტისთან“ კონტრაქტი კი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.