მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა: „მე, ქალივით ვარ, შემიძლია რამდენიმე რამ ერთდროულად ვაკეთო.“
ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მას ძალუძს ცალი თვალით უთვალთვალოს „მანჩესტერ სიტის“ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში.
„როგორ ვახერხებ შევუთავსო „ბაიერნში“ მუშაობა და თან „სიტიში“ სიტუაციას თვალ-ყური ვადევნო? მე ხომ ქალივით ვარ, რამდენიმე რამის ერთდროულად კეთება შემიძლია. ასე რომ, შემიძლია ორივე ვითარების კონტროლი. „სიტის“ კონტრაქტზე მაშინ ვისაუბრებ, როდესაც ინგლისში აღმოვჩნდები. არ შემიძლია ამ თემაზე ყოველ კვირას ვილაპარაკო. წინ კიდევ ოთხი თვეა. გაზეთებს შეუძლიათ გააგრძელონ თავისი გამოხტომები, მე კი ჩემ საქმეს გავაგრძელებ“, – თქვა ქალბატონივით ყოვლისშემძლე კატალონიელმა.