მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავის მომავალ სამსახურს არ ამხელს.
”ახალ კლუბს მას შემდეგ დავასახელებ, რაც ახალ კონტრაქტს მოვაწერ ხელს. არ მისაუბრია მოთამაშეებთან ინგლისში გადასვლაზე, რადგან მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობთ. მირჩევნია ხალხს იმ ფეხბურთის გამო დავამახსოვრდე, რომლის დემონსტრირებასაც ჩემი გუნდი ახდენს და არა მოპოვებული ჯილდოების გამო, ტიტულები არაფერს ნიშნავს, ციფრები მოსაწყენია, გამარჯვება 4:0 ან 5:0, კმაყოფილი გულშემატკივრები – ჩემთვის ნამდვილი საჩუქარია”, – ციტირებს გვარდიოლას Goal.com.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ დეკემბერში განაცხადა, რომ ”ბაიერნთან” კონტრაქტს აღარ გააგრძელებს, რომელიც ზაფხულში იწურება.
მასმედიაში წერენ, რომ გვარდიოლას სამსახური ”მანჩესტერ სიტის”, ”მანჩესტერ იუნაიტედსა” და ”ჩელსის” სურთ.