რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის მიერ დაანონსებული სატელევიზიო არხის გარდა, ბაზარზე კიდევ ერთი ტელევიზია იხსნება. ამის შესახებ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს. მისი თქმით, კონკურენცია მედიაპლურალიზმის წინაპირობაა.
"ვმუშაობთ ბოლო წუთამდე, სანამ გვექნება ამის საშუალება"
ნიკა გვარამია აკეთებს ტელევიზიას, მაგრამ ,,კურიერის'' გუნდი ვრჩებით ,,რუსთავი 2-ში'' - ნოდარ მელაძე
“რუსთავი 2-ის გუნდზე, რა თქმა უნდა, მოთხოვნა იქნება ყოველთვის, რადგან ეს გუნდი ამ ქვეყანაში აკეთებს ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გამოშვებას და, რა თქმა უნდა, ამ გუნდთან თანამშრომლობის სურვილი ექნება ყველას, მათ შორის იმ ტელევიზიას, რომელსაც აკეთებს ნიკას, მათ შორის იმ ტელევიზიასაც, კიდევ ერთი ახალი არხის შესახებ არის საუბარი”.
რომელიც იქნება ამბიციური გეგმებით ბაზარზე წარმოდგენილი. რაც ურო მეტი არხი იქნება წარმოდგენილი ბაზარზე მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას პირზე ააკრას წებოვანი ლენტი მედიას“, — განაცხადა მელაძემ ტვ “პირველის” ეთერში.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რამდენიმე პარტნიორთან ერთად ახალ არხს თავის გუნდთან ერთად გააკეთებს.