LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარამიას საქმე ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს“ – გია დვალი გვარამიას და დამოუკიდებელ მედიას სოლიდარობას უცხადებს

238
giadvaligvaramias

ქართველი მეცნიერი და ფიზიკოსი გია დვალი ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ის წერს წერილში, რომელიც ოთხი კრიტიკული მედიის ერთობლივ საგანგებო ეთერში, მისმა ძმამ, დავით დვალმა წაიკითხა.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და „მთავარ არხს“. ასევე, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, „კავკასიას“ და დანარჩენებს. ასევე, საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა „დოჟდი“.

გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს გამიზნულ დარტყმას კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს საკითხს იხილავს, რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს, – წერს გია დვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები