“მთავარი არხის” დამფუძნებლის სასამართლო პროცესს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართა, საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკაც ესწრებოდა.
ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გაიმართება
პროცესს ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენელიც.
პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა გვარამიამ მათ მიმართა და მადლობა გადაუხადა:
“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა – ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახს და ასევე ევროპარლამენტარებს და ელჩებს საქართველოში, რომლებიც აქაც არიან, ვხედავ ჩეხეთის ელჩს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ევროკომისიის წარმომადგენელსაც.
ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და ძალიან მკაფიო მხარდაჭერისთვის და მადლობა ქართველ ხალხს, რაც მთავარია იმისთვის, რაც მე ვნახე, ათასობით ადამიანი ევროპული იდეის მხარდასაჭერად”, – განაცხადა გვარამიამ.
ვრცლად პროცესის შესახებ წაიკითხავთ აქ:
აქ ვზივარ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსექტივისთვის ვიბრძვი: გვარამია
მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა…”ქართული ოცნება” გახდა გოიმობა: ნიკა გვარამია