ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სუს-ში დღის 12:00 საათზე გამოცხადდა. 5 საათიან დაკითხვაზე სამართალდამცველები შეკითხვებს 2 დღის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უსვამდნენ, რომელშიც ის ის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება.
დაკითხვის შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა ნამდვილად მისია, თუმცა საუბარი დამონტაჟებულია.