„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ საკითხზე სპეკულირებას ახერხებს, თუმცა კობახიძის თქმით, ყველაფერი ნათელია და წესით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, რა შეფასებასაც გავაკეთებ როგორც იურისტი ამ საქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხდება რა – გვარამიამ იცოდა, რომ უნდა გადაეცა საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე კანონიერი მფლობელისთვის, იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. წინასწარ იცოდა იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს მათ „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს, ეს დაადგინა სასამართლომ.
„ეს არის პირადი ტყვეობა.. მხოლოდ ერთი გზა არსებობს - შეწყალება“ - როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გვარამიას განაჩენს
„დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ძალის დემონსტრირება. სწორედ იმის დემონსტრირება, რა კურსიც ივანიშვილის რეჟიმმა აიღო“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებოს და სათანადო ინსტანციებს მიმართოს, მაგრამ ფაქტი არის სახეზე – 7 მილიონით გაძარცვეს ის ტელეკომპანია, რომელიც კანონიერი მფლობელისთვის უნდა დაებრუნებინათ სტრასბურგის მოსალოდნელი გადაწყვეტილების საფუძველზე. ყველაფერი არის ხელის გულზე და ყველაფერი არის ნათელი. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
„მე აქაც ვერ ჩავერევი. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს. სამი სიტყვა გამოიყენა, პირველს გაგახსენებთ – ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს არ გავიხსენებ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე. როდესაც ამის შემდეგ ჩვენ თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს ნიკა გვარამია, მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ, ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოირიცხება შეწყალება“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.
ვიდეო: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას – რას პასუხობს ზურაბიშვილი
ამავე თემაზე:
ზარქუა გვარამიაზე: რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“