LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია : ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას

147
gvaramia-2019-09-06-12-13-17-722181-e1567772004377

,,მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას,”- ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ავრცელებს.

გთავაზობთ ნიკა გვარამიას სტატუსს:

? საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ცნობადი და გავლენიანი სახის, ნიუსის მეფის ზაალ უდუმაშვილისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

? არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის კურიერის (15-16-17-18% amr) მთავარი შემოქმედის, ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ნიუსავიკის და საავტორო შაბათის კურიერის ავტორი Nodar Meladzeთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

? ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამის, პოსტსკრიპტუმის (20% amr დაუწერია, რაც მეგაშოუს რეიტინგია) წამყვანის და ავტორისთვის, Giorgi Gabuniaსთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

პროკურატურაში გიორგი გაბუნიაც დაიბარეს

გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს. 

? რ2ის სუპერ წარმატებული მენეჯერის, როგორც ნიუსის ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსინგის, ასევე პროდაქშენის ხელმძღვანელობაში, ლეგენდარული ლაფერასთვის Giorgi Lapherashvili სამი ტყუპი შვილის შეძენის შემდეგ პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)

მიდით. ვნახოთ აბა.”- წერს ნიკა გავრამია

შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე ხვალ 11 საათზე დაბარებულია ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. ორშაბათს კი, “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი, გიორგი გაბუნია.

გუშინ, გამოკითხვაზე იყო ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ასევე,  „ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რუსთავი2-დან თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გვარამიამ აზრი გუშინ შეიცვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები