LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: „ეს არის ხაფანგი – რუსული კანონის მიღება იგეგმება ევროპის ჩემპიონატისას, რომ ხალხს არ ეცალოს“

178
ნიკა გვარამია

„ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვისასე იქცევა. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ დააინიცირებენ.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

როგორც ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „კანონის მიღება ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იგეგმება, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს პროტესტის გამოსახატად არ ეცალოს“.

„დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია „ახალი“, გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში – ევროკავშირში.

ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ მიიღებაო – გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი, მეგობრებო. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. 

ალეკო ელისაშვილი: „ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ!“

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ქუჩებში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი იმიტომ, რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს.

მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ, რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ გვაძლევს თავისუფლებას.

ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც – უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები ვერ ვიყავით“ – მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებაზე

„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

ზარქუა: „ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს და არცერთ ფიზიკურ პირს“