LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია ანა არგანაშვილსა და ანა აბაშიძეს: “ამას ჰქვია სამოქალაქო გმირობა…”

308
BeFunky-collage

ნიკა გვარამია “ფეისბუქზე” არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სარჩელის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების ფაქტს ეხმაურება და ანა არგანაშვილისა და ანა აბაშიძის საქმიანობას “სამოქალაქო გმირობას” უწოდებს.

“ამას ჰქვია სამოქალაქო გმირობა. თქვენნაირებს მიყავთ საზოგადოება და ქვეყანა წინ”,- წერს ნიკა გვარამია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმაურება უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილიც.

“ამ მაგარი ამბის შემოქმედებს Ana Abashidze-ს, Anna Arganashvili-ს და მათ გუნდს მადლობა შეუპოვარი ნაბიჯებისთვის.

ხოლო, მოსამართლე ივანე ღლონტი სწორი და ღირსეული გადაწყვეტილებისთვის უნდა შევაქოთ. ამას ვითხოვთ სასამართლოსგან მხოლოდ, ეს უნდა იყოს სასამართლოსთვის ზოგადი წესი (და არა ასიათასში ერთი გამონაკლისი), სხვადასხვა ჯგუფთა ინტერესების მიუხედავად ადამიანის უფლებების დაცვის გარანტად ყოფნა”- წერს უფლებადამცველი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შუამდგომლობა- ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ, დააკმაყოფილა.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო