LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი: ირაკლი კობახიძე

66
Capture

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოება დეკემბრის ბოლომდე დაინახავს, რომ ხელისუფლება საკითხს სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველა დაპირება იმ ვადებში შესრულდება, რომელიც გეგმაში იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი ობიექტური ინტერესიც და ასევე რეალურად, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი.

სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი. ეს არის ის, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, უკავშირდება ომის თემას. ეს ომი, რა თქმა უნდა, იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, რადიკალურ დღის წესრიგში დარჩნენ, რომელშიც დღემდე იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები