“ქართული ოცნების” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველ ძალას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის თუნდაც რადიკალურ ფრთაში გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც გაათვიცნობიერებენ, რომ ხალხის რჩეულები არიან და მუშაობა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.
მისი თქმით, მოცემულობა ბევრჯერ ყოფილა ისეთი, რომ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა, თუმცა სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, ეს შესაძლებლობა არასდროს გამოუყენებია. როგორც მაჭარაშვილმა თქვა, “ეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა კარგად გაიგეს.”
დეპუტატის აზრით, ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ “ოპოზიცია ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად პარლამენტში შებრძანდეს და ოპონირება პარლამენტში დაიწყოს.”
“ქართული ოცნების” მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდა, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებულიყო. ახლაც არ ვართ უიმედოდ. გვაქვს მოლოდინი, რომ თუნდაც ამ რადიკალურ ფრთაში გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც გაათვიცნობიერებენ, რომ არიან ხალხის რჩეულები და მუშაობა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. რეფორმები, რაც მათი სურვილია, პარლამენტის მიერ უნდა გატარდეს და არა ქუჩაში. ჩვენ მზად ვართ იმ ნაბიჯებისთვის, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა.